საუკეთესო სიმღერების TOP 10 #2
ამგვარი პოსტი ადრე უკვე დავწერე, მაგრამ მას შემდეგ ძალიან ბევრი სიმღერა მომეწონა და შემიყვარდა… ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ახლიდან ჩაგაჭყიტოთ უკვე განახლებულ ტოპ 10-ში <3
1. Whitney Houston – I’ll Always Love You – ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სიმღერა <3 ვიტნის სიმღერებიდან, ეს რაღაც გამორჩეულად მიყვარს <3
2. Dueti GEORGIA – Soli – ეს სიმღერა რავიცი, ასე ვთქვათ, ახლახან “აღმოვაჩინე”.. უფრო სწორად, გავიხსენე :) ძალიან კარგად მღერიან ^_^
3. ფანდურა და ნინო ჩხეიძე – მაყვალა – ჩემი და ღიღინებდა ამას წინათ სახლში და მთელი 1 კვირა ამას ვუსმენდი მერე :დ მერე კიდე თვითონ მეჩხუბებოდა, მერამდენეჯერ უნდა მოუსმინოო :დ მიყვარს! <3
4. Lily Allen – Fuck You – ეს სიმღერა ამ პოსტშიც მიდევს… მაგრამ, რახან ტოპ 10-ეულია, არ შემეძლო რომ არ დამედო :)
5. Kelly Clarkson – Because of You – ეს სიმღერაც გამორჩეულად მიყვარს! <3 ძალიან თბილი და სასიამოვნო მოსასმენია!
6. Candy – Candy Music – ძალიან, ძალიან ნიჭიერი ბავშვები, რომელთა სიმღერაზეც ვაბოდებ! :*
7. Jessica Simpson and Nick Lachey – A Whole New World – ამ სიმღერაზე რატომღაც სულ ჩემი და მახსენდება <333
8. Nodiko Tatishvili – I’m a Georgian Guy – ნოდიკო… ყველაზე მაგარი ქართველი მომღერალი! ჩემმა ძალიან მაგარმა მეგობარმა მომასმენინა ეს სიმღერა, რომელიც თვითონაც არაჩვეულებრივად მღერის <3 )))
9. Lollipop – პროფილის რეკლამაში იყო ეს და ისე მაგრად მომეწონა, ტვინი წავიღე რამდენიმე დღე ამით :დ
10. Nodiko Tatishvili – Zakara’s Song – ისევ და ისევ ნოდიკო და მისი არაჩვეულებრივი ნამღერი <3 სიმღერა ფანტასტიურია!
ესეც ასე… :) მოუსმინეთ, დატკბით და ისიამოვნეთ… ყველა სიმღერაზე მაბოდებს და ვაფრენ! არ ვიცი, რამდენად ჯდება ეს სიმღერები თქვენს გემოვნებაში, მაგრამ, რავიცი, იქნებ რამდენიმე მაინც მოგეწონოთ <3
26 თებერვალი – მიტევების დღე
სიმართლე რომ გითხრათ, არ მახსოვდა, რომ დღეს მიტევების დღე იყო, მარა იმდენი სტატუსი/კომენტარი მიეძღვნა რომ…
მოკლედ, ვისთვისაც რა მიწყენინებია, ანდა რაიმე ჩემი ქმედებით გული სტკენია, მაპატიეთ რა… შეცდომებს ყველა ვუშვებთ და არ ვუფიქრდებით ხოლმე, რა მოყვება მერე ამა თუ იმ საქციელს…
და თქვენც – თუ ოდესმე რამე გიწყენინებიათ, უკვე გაპატიეთ! <3 ვიცი, რომ ძალით არც თქვენ არ გინდოდათ :*
ძალიან მიყვარხართ ყველა, ერთი-ორის გამოკლებით… :) უბრალოდ, ვინც სულ ჩემ გულის ტკენაზე ფიქრობს, მართალია, უკვე ვაპატიე, მაგრამ სიყვარულით ნამდვილად ვერ შევიყვარებ (რა თქმა უნდა როგორც მეგობარს, გოგო(ებ)ზეა საუბარი :დ)
ასე, რომ ჩემებს გპატიობთ <3 იმიტომ, რომ ძალიან, ძალიან მაგრად მიყვარხართ <3<3
Never Stop Dreaming ♥
დიდი, დიდი ხნით მიგატოვეთ… მაგრამ, ამისთვის კარგი გასამართლებელი საბუთი მაქვს :დ “ოხ, ეს სკოლა!!!” ბევრჯერ დავაპირე პოსტის დაწერა, მაგრამ არც კი ვიცოდი, რა დამეწერა… მუზა კი მაინც გაზაფხულზე ფიქრის დროს მოვიდა <3 როგორ ველი, და როგორ მინდა, რომ მალე მოვიდეს ^.^ ამ ერთი თვის განმავლობაში კი, ძალიან, ძალიან ბევრი სიმღერა მომეწონა და შემიყვარდა. მაგალითად:
ეს – ჩემი ყველაზე საყვარელი სიმღერა, რომელიც ჩემმა საუკეთესო მეგობარმა მომასმენინა თავიდან და იმის შემდეგ სულ, ძალიან მაგრად შემიყვარდა <3<3
და კიდევ, უამრავი ახალი და ჩემებური. ჩამოთვლა მეზარება, მაგრამ გეტყვით, რომ ყველა მაგრად მომწონს )))
ჰო… ახალი ამბები ჩემსკენ (?!) რავიცი, ერთს გეტყვით, რომ ძალიან კარგად ვარ… რასაც წინა თვეში ვერ ვიტყოდი :) მოკლედ რომ ვთქვა, ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება თანდათან და მიხარია <3 და ეს ყველაზე მეტად ჩემი ანიკოს დამსახურებაა, რომელიც არც ერთ წუთს არ მშორდებოდა გვერდიდან და სულ მამხნევებდა :* ანნ, მიყვარხარ <333
მოკლედ… რაც მინდოდა, მგონი უკვე ყველაფერი გითხარით. ახლა კი გავიქეცი მე. შევეცდები, რომ მალე დაგიბრუნდეთ ისევ, ახალი და საინტერესო ამბებით ))
აბა, თქვენ იცით <3 სუულ, სულ ყველა მიყვარხართ :*
ბლოგერების თხოვნით #2
აი, ეს 3 სიმღერა.. მართალია, მარტო ფონოგრამებია, მაგრამ, რავიცი, ნორმალურებია მგონი.. :)
ამჯერად მხოლოდ ამით შემოვიფარგლები..
რამდენიმე წლის წინანდელებია, მაგრამ, ხმა ჯერ ძალიან არ შემცვლია ძალიან.. -_-
1.
2.
3. და ეს, ბოლო, რომელიც პატარა რომ ვიყავი, მაშინ ჩავწერე.. ))
ესეც ჩემი სიმღერები… მაგრამ ასე არ დავამთავრებ, აუცილებლად ჩავწერ კიდევ, ამჯერად უკვე ვიდეოებს.. <3
Family, Sweet Family – თეგ-თამაში
თეგ-თამაში, რომელშიც ლაშამ დამთაგა… )) და დიდი მადლობა ამისთვის :*
მოკლედ, დავიწყებ იმით, რომ ჩემი ოჯახის ყველა წევრი უზომოდ მიყვარს… <3
დედა – არის ძალიან თბილი, საყვარელი, განათლებული (ძალიან)… მაგრამ, ზოგჯერ ისეთ რამეებს მიშლის ხოლმე, რომელზეც ნერვები მეშლება! :( ეჰ…
მამა – რა თქმა უნდა ძალიან ჭკვიანი, უსაყვარლესი და ა.შ! <3<3 და რაც მთავარია, არ გვიშლის ხოლმე მე და ჩემ დას კომპთან ჯდომას <3 :დ
ჩემი სალო (და) – უუუუუუსაყვარლესი, უუუუუუთბილესი და უუუუუუკარგესი და მთელ მსოფლიოში! <3 <3 <3 უზომოდ მიყვარხარ, სალუ! :*
ბებია - ძალიან მაგარი ბებო! რომელიც ძალიან მაგრად მიყვარს! <3 :* ერთი სიტყვით – ბებო, რომელიც ყველაფერს მისრულებს! ^^
პ.ს. შეიძლება, პატარა გამომივიდა საბოლოო ჯამში, მაგრამ აი, ამ პატარა პოსტში ყველაზე დიდი ემოცია დევს! <3
პ.პ.ს. ცალ-ცალკე დათაგვებზე ასე ვთქვათ, თავს არ შევიწუხებ (:დ) ამიტომ, ვისაც სურვილი გაქვთ, უსიტყვოდ გთაგავთ :*
ჩემი ყველაზე მაგარი დაიკო ♥
ჩემ უსაყვარლეს და ყველაზე თბილ სალოს ♥
გადავწყვიტე, რომ მეც გავახარო ჩემი სალო და აესე, პოსტი მივუძღვნა <3
აუ, იმდენი რამ მიტრიალებს ახლა თავში, აღარ ვიცი, რომლით დავიწყო <3 ბოლოს და ბოლოს ისე გამახარა თავისი პოსტით, მეც მინდა რომ დავუწერო <3 **
მოკლედ…
პატარა რომ ვიყავი, ზუსტად ესე დაწვრილებით ყველაფერი არ მახსოვს… მაგრამ, ერთი კი ვიცი, რომ თავიდან ძალიან გადაკლული მეგობრები არ ვყოფილვართ :დ <3 და როგორც სალო ამბობს, ბევრჯერაც მოგვიშლია ერთმანეთისთვის ნერვები -_- ბევრჯერ გვიჩხუბია ათას სისულელეზე და რამდენჯერმე ფეხსაცმელიც გამიქანებია მაგიდის ქვეშიდან ))
რამდენიმე წელში კი, როცა ცოტა გავიზარდეთ, ცოტა უფრო სხვანაირად ვიყავით ერთმანეთთან…
ახლა კი სულ სხვა სიტუაციაა ხოლმე <3 აღარც ვჩხუბობთ და აღაც ნერვებს ვუშლით ერთმანეთს :* როგორ მიყვარს, როცა ოთახში მარტოები ვართ და სხვადასხვა თემებზე ვლაპარაკობთ… იმდენი საიდუმლო გვაქვს, თემას რა გამოგვილევს ^_^ მე სკოლის ამბებს ვუყვები ხოლმე, ის უნივერსიტეტისას ყვება. მოკლედ, ყველაზე მეტად მიყვარს ეგეთი დღეები! <3 განსაკუთრებით, დრო ზაფხულში გვაქვს უფრო მეტად – საჭორაოდ და საბაასოდ. :დ მთელი 3 თვე ჩვენ ხელშია ხოლმე იმდენს ვიცინით და ვერთობიიით ))
ჰო, როგორც სალო, თქვა, ბევრიც გვიტირია… ხან რაზე, ხან რაზე… ერთხელ ცვაიგის “უცნობი ქალის წერილი” წამაკითხა. თავიდან ისე ვიყავი, რაღაც… და აიიი, ბოლო წინადადებებზე რომ მივედი, სალოსთან შევვარდი ოთახში. ვეღარ მაჩერებდა იმდენი ვიტირე <3 ძალიან ბევრი ემოციაა მაგ პატარა მოთხრობაში! ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ნაწარმოებია!
ჰოო… სალო ახლა სახლში არაა და ისე მენატრება… <33
აუჰ, სალ, მოკლედ, ძალიან მაგრად მიყვარხარ და სუულ, სულ მეყვარები, ბუსუუნ.. ^.^ :* :* :*
პ.ს. და ესეც ექსპრომტად :დ :* <3
ბლოგერების თხოვნით
ყველასთვის ცნობილია, რომ ბლოგერებმა, როგორც შარშან, ისე წელსაც, საახალწლო ვიდეო ჩავწერეთ, რომლის ორგანიზებაც სვითიმ ითავა.
ძალიან საყვარელი ვიდეო გამოვიდა, ბევრი პოსტი თუ კომენტარი მიეძღვნა.
უზომოდ გამიხარდა, ბლოგერებმა ჩემ მიმართ ამხელა ყურადღება რომ გამოხატეს და ნამღერი მომიწონეს.
სიყვარულოვნამ დაჟინებით მომთხოვა, თავიდან ბოლომდე ჩამეწერა სიმღერა და გამომექვეყნებინა.
შეიძლება, საახლწლო განწყობამ ჩაიარა, მაგრამ არ მინდოდა, ეს თხოვნა უყურადღებოდ დამეტოვებინა.
მისმინეთ, შემიფასეთ და თუ შენიშვნის მოცემა მოგინდებათ, არ შეიკავოთ თავი : )
უსაყვარლესები ♥
ამ პოსტში ჩემთვის უსაყვარლეს თემას უნდა შევეხო… ♥ სირცხვილია ბოლო-ბოლო ჩემ თავთან, რომ აქამდე ამაზე არ დამიწერია პოსტი :დ ♥ ყველაზე საყვარლები, ჩასაკბეჩები და მოკლედ… ნახეთ ფოტოები და დატკბით ^_^ ♥
მართალია ამის ალბომი “ფეისბუქზე”-ც გავაკეთე… მაგრამ, არაუშავს ♥
უუუუუუუუუუუუუსაყვარლესები <3 მაბოდებს <3
თავისუფლების ბოლო საათები
მოგეხსენებათ ხვალ მისი აღმატებულება სკოლა იწყება…
აუჰ… როგორ მინდოდა რამდენიმე კვირის წინ, ვოცნებობდი დროზე დაიწყოს თქო, მაგრამ ახლა თავს აღარ ვიკლავ… :დ მინდა, მაგრამ იმდენად აღარ… :| ხვალიდან ისევ თავის ტკივილი ყოველ საღამოს… და ა.შ!
მაგრამ, რაც მთავარია ჩემ ანას ჰო ვნახავ! ^_^ აუჰ, კარქია! <3<3<3
ახლა იცით რა მინდა? უფრო სწორად სად…(?) გერმანიაში მინდა, ძალიან, ძალიან! :|| ან ნებისმიერ ქვეყანაში, ოღონდ საქართველოს გავცილდე! მომბეზრდა, საშინელებაა უკვე. ვეღარ ვიტან აქაურობას! :/
ახლა ვუყურებდი ბლოგერების საახალწლო ვიდეოს… შარშანდელსაც და წლევანდელსაც <3 აუჰ, რა საყვარლები ხართ <3 ორივე ვიდეო მაგარია, მაგრამ წლევანდელი განსაკუთრებით მიყვარს, მაგარი სახალისოა :დ <3
აუ, გუშინ და დღეს იმდენი ვიქეიფეთ, საჭმელს ვეღარ ვიტან! :დ გუშინ ღვინო, დღეს შამპანური… მაგარი იყო <3 ^_^
წავედი ახლა მე, წავედი :| სკოლისთვის მოვემზადო… თან სათვალის ჩასადები მაქვს საპოვნი. არდადეგები რომ დაიწყო, ჩანთა როგორც კი მოვიტანე სახლში, ამოვიღე და სადღაც დავაგდე ის ჩასადები… აუჰ, რა იპოვის იმას :/ ჰო, ნუ მოკლედ წავედი. ხვალ მაინც დიდი დღეა, გაკვეთილები რომ არ ჩავთვალო ^.^






















