Skip to content

Never Stop Dreaming ♥

February 23, 2012

დიდი, დიდი ხნით მიგატოვეთ… მაგრამ, ამისთვის კარგი გასამართლებელი საბუთი მაქვს :დ “ოხ, ეს სკოლა!!!” ბევრჯერ დავაპირე პოსტის დაწერა, მაგრამ არც კი ვიცოდი, რა დამეწერა… მუზა კი მაინც გაზაფხულზე ფიქრის დროს მოვიდა <3 როგორ ველი, და როგორ მინდა, რომ მალე მოვიდეს ^.^ ამ ერთი თვის განმავლობაში კი, ძალიან, ძალიან ბევრი სიმღერა მომეწონა და შემიყვარდა. მაგალითად:

ეს – ჩემი ყველაზე საყვარელი სიმღერა, რომელიც ჩემმა საუკეთესო მეგობარმა მომასმენინა თავიდან და იმის შემდეგ სულ, ძალიან მაგრად შემიყვარდა <3<3

და კიდევ, უამრავი ახალი და ჩემებური. ჩამოთვლა მეზარება, მაგრამ გეტყვით, რომ ყველა მაგრად მომწონს )))

ჰო… ახალი ამბები ჩემსკენ (?!) რავიცი, ერთს გეტყვით, რომ ძალიან კარგად ვარ… რასაც წინა თვეში ვერ ვიტყოდი :) მოკლედ რომ ვთქვა, ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება თანდათან და მიხარია <3 და ეს ყველაზე მეტად ჩემი ანიკოს დამსახურებაა, რომელიც არც ერთ წუთს არ მშორდებოდა გვერდიდან და სულ მამხნევებდა :* ანნ, მიყვარხარ <333

მოკლედ… რაც მინდოდა, მგონი უკვე ყველაფერი გითხარით. ახლა კი გავიქეცი მე. შევეცდები, რომ მალე დაგიბრუნდეთ ისევ, ახალი და საინტერესო ამბებით ))

აბა, თქვენ იცით <3 სუულ, სულ ყველა მიყვარხართ :*

ბლოგერების თხოვნით #2

February 8, 2012

აი, ეს 3 სიმღერა.. მართალია, მარტო ფონოგრამებია, მაგრამ, რავიცი, ნორმალურებია მგონი.. :)

ამჯერად მხოლოდ ამით შემოვიფარგლები..

რამდენიმე წლის წინანდელებია, მაგრამ, ხმა ჯერ ძალიან არ შემცვლია ძალიან.. -_-

1. 

2. 

3. და ეს, ბოლო, რომელიც პატარა რომ ვიყავი, მაშინ ჩავწერე.. ))

ესეც ჩემი სიმღერები… მაგრამ ასე არ დავამთავრებ, აუცილებლად ჩავწერ კიდევ, ამჯერად უკვე ვიდეოებს.. <3

Family, Sweet Family – თეგ-თამაში

January 29, 2012

თეგ-თამაში, რომელშიც ლაშამ დამთაგა… )) და დიდი მადლობა ამისთვის :*

მოკლედ, დავიწყებ იმით, რომ ჩემი ოჯახის ყველა წევრი უზომოდ მიყვარს… <3

დედა – არის ძალიან თბილი, საყვარელი, განათლებული (ძალიან)… მაგრამ, ზოგჯერ ისეთ რამეებს მიშლის ხოლმე, რომელზეც ნერვები მეშლება! :( ეჰ…

მამა – რა თქმა უნდა ძალიან ჭკვიანი, უსაყვარლესი და ა.შ! <3<3 და რაც მთავარია, არ გვიშლის ხოლმე მე და ჩემ დას კომპთან ჯდომას <3 :დ

ჩემი სალო (და) – უუუუუუსაყვარლესი, უუუუუუთბილესი და უუუუუუკარგესი და მთელ მსოფლიოში! <3 <3 <3 უზომოდ მიყვარხარ, სალუ! :*

ბებია - ძალიან მაგარი ბებო! რომელიც ძალიან მაგრად მიყვარს! <3 :* ერთი სიტყვით – ბებო, რომელიც ყველაფერს მისრულებს! ^^

პ.ს. შეიძლება, პატარა გამომივიდა საბოლოო ჯამში, მაგრამ აი, ამ პატარა პოსტში ყველაზე დიდი ემოცია დევს! <3

პ.პ.ს. ცალ-ცალკე დათაგვებზე ასე ვთქვათ, თავს არ შევიწუხებ (:დ) ამიტომ, ვისაც სურვილი გაქვთ, უსიტყვოდ გთაგავთ :*

ჩემი ყველაზე მაგარი დაიკო ♥

January 28, 2012

ჩემ უსაყვარლეს და ყველაზე თბილ სალოს  ♥       

გადავწყვიტე, რომ მეც გავახარო ჩემი სალო და აესე, პოსტი მივუძღვნა <3

აუ, იმდენი რამ მიტრიალებს ახლა თავში, აღარ ვიცი, რომლით დავიწყო <3 ბოლოს და ბოლოს ისე გამახარა თავისი პოსტით, მეც მინდა რომ დავუწერო <3 **

მოკლედ…

პატარა რომ ვიყავი, ზუსტად ესე დაწვრილებით ყველაფერი არ მახსოვს… მაგრამ, ერთი კი ვიცი, რომ თავიდან ძალიან გადაკლული მეგობრები არ ვყოფილვართ :დ <3 და როგორც სალო ამბობს, ბევრჯერაც მოგვიშლია ერთმანეთისთვის ნერვები -_- ბევრჯერ გვიჩხუბია ათას სისულელეზე და რამდენჯერმე ფეხსაცმელიც გამიქანებია მაგიდის ქვეშიდან ))

რამდენიმე წელში კი, როცა ცოტა გავიზარდეთ, ცოტა უფრო სხვანაირად ვიყავით ერთმანეთთან…

ახლა კი სულ სხვა სიტუაციაა ხოლმე <3 აღარც ვჩხუბობთ და აღაც ნერვებს ვუშლით ერთმანეთს :* როგორ მიყვარს, როცა ოთახში მარტოები ვართ და სხვადასხვა თემებზე ვლაპარაკობთ… იმდენი საიდუმლო გვაქვს, თემას რა გამოგვილევს ^_^ მე სკოლის ამბებს ვუყვები ხოლმე, ის უნივერსიტეტისას ყვება. მოკლედ, ყველაზე მეტად მიყვარს ეგეთი დღეები! <3 განსაკუთრებით, დრო ზაფხულში გვაქვს უფრო მეტად – საჭორაოდ და საბაასოდ. :დ მთელი 3 თვე ჩვენ ხელშია ხოლმე იმდენს ვიცინით და ვერთობიიით ))

ჰო, როგორც სალო, თქვა, ბევრიც გვიტირია… ხან რაზე, ხან რაზე… ერთხელ ცვაიგის “უცნობი ქალის წერილი” წამაკითხა. თავიდან ისე ვიყავი, რაღაც… და აიიი, ბოლო წინადადებებზე რომ მივედი, სალოსთან შევვარდი ოთახში. ვეღარ მაჩერებდა იმდენი ვიტირე <3 ძალიან ბევრი ემოციაა მაგ პატარა მოთხრობაში! ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ნაწარმოებია!

ჰოო… სალო ახლა სახლში არაა და ისე მენატრება… <33

აუჰ, სალ, მოკლედ, ძალიან მაგრად მიყვარხარ და სუულ, სულ მეყვარები, ბუსუუნ.. ^.^ :* :* :*

პ.ს. და ესეც ექსპრომტად :დ :* <3

 

ბლოგერების თხოვნით

January 26, 2012

ყველასთვის ცნობილია, რომ ბლოგერებმა, როგორც შარშან, ისე წელსაც, საახალწლო ვიდეო ჩავწერეთ, რომლის ორგანიზებაც სვითიმ ითავა.

ძალიან საყვარელი ვიდეო გამოვიდა, ბევრი პოსტი თუ კომენტარი მიეძღვნა.

უზომოდ გამიხარდა, ბლოგერებმა ჩემ მიმართ ამხელა ყურადღება რომ გამოხატეს და ნამღერი მომიწონეს.

სიყვარულოვნამ დაჟინებით მომთხოვა, თავიდან ბოლომდე ჩამეწერა სიმღერა და გამომექვეყნებინა.

შეიძლება, საახლწლო განწყობამ ჩაიარა, მაგრამ არ მინდოდა, ეს თხოვნა უყურადღებოდ დამეტოვებინა.

მისმინეთ, შემიფასეთ და თუ შენიშვნის მოცემა მოგინდებათ, არ შეიკავოთ თავი : )

უსაყვარლესები ♥

January 25, 2012

ამ პოსტში ჩემთვის უსაყვარლეს თემას უნდა შევეხო… ♥  სირცხვილია ბოლო-ბოლო ჩემ თავთან, რომ აქამდე ამაზე არ დამიწერია პოსტი :დ ♥ ყველაზე საყვარლები, ჩასაკბეჩები და მოკლედ… ნახეთ ფოტოები და დატკბით ^_^ ♥

მართალია ამის ალბომი “ფეისბუქზე”-ც გავაკეთე… მაგრამ, არაუშავს ♥

უუუუუუუუუუუუუსაყვარლესები <3 მაბოდებს <3

თავისუფლების ბოლო საათები

January 22, 2012

მოგეხსენებათ ხვალ მისი აღმატებულება სკოლა იწყება…

აუჰ… როგორ მინდოდა რამდენიმე კვირის წინ, ვოცნებობდი დროზე დაიწყოს თქო, მაგრამ ახლა თავს აღარ ვიკლავ… :დ მინდა, მაგრამ იმდენად აღარ… :| ხვალიდან ისევ თავის ტკივილი ყოველ საღამოს… და ა.შ!

მაგრამ, რაც მთავარია ჩემ ანას ჰო ვნახავ! ^_^ აუჰ, კარქია! <3<3<3

ახლა იცით რა მინდა? უფრო სწორად სად…(?) გერმანიაში მინდა, ძალიან, ძალიან! :|| ან ნებისმიერ ქვეყანაში, ოღონდ საქართველოს გავცილდე! მომბეზრდა, საშინელებაა უკვე. ვეღარ ვიტან აქაურობას! :/

ახლა ვუყურებდი ბლოგერების საახალწლო ვიდეოს… შარშანდელსაც და  წლევანდელსაც <3 აუჰ, რა საყვარლები ხართ <3 ორივე ვიდეო მაგარია, მაგრამ წლევანდელი განსაკუთრებით მიყვარს, მაგარი სახალისოა :დ <3

აუ, გუშინ და დღეს იმდენი ვიქეიფეთ, საჭმელს ვეღარ ვიტან! :დ გუშინ ღვინო, დღეს შამპანური… მაგარი იყო <3 ^_^

წავედი ახლა მე, წავედი :| სკოლისთვის მოვემზადო… თან სათვალის ჩასადები მაქვს საპოვნი. არდადეგები რომ დაიწყო, ჩანთა როგორც კი მოვიტანე სახლში, ამოვიღე და სადღაც დავაგდე ის ჩასადები… აუჰ, რა იპოვის იმას :/ ჰო, ნუ მოკლედ წავედი. ხვალ მაინც დიდი დღეა, გაკვეთილები რომ არ ჩავთვალო ^.^

ბარსელონა (♥) 2 – 1 რეალი

January 19, 2012

რაღაც, უკვე ჩვეულებრივად მივიღე ბარსას გამარჯვება :დ <3 თითქოს ვიცოდი, რომ მოიგებდნენ და წინასწარას მიხაროდა, თუ შეიძლება ასე ითქვას… -_-

მაგრამ, თან უცხო გრძნობასავითაა… <3 ძალიან, ძალიან, ძალიან გამიხარდა! <3

აბიდალი და პუიოლი კიდე უმაგრეები არიან! ^_^

ჩეემი პუიოლიიიი… როგორ მიყვარს <3<3<3

მოკლედ, ვინც ბარსას ფანები, ანუ ჩემიანები ხართ, ყველას გილოცავთ… კიდევ უამრავს დავესწროთ ასე ბედნიერად  :დ <3

ხოლო, ვინც რეალს გულშემატკივრობთ, არ ვიცი, ჯერ-ჯერობით ეს რა გრძნობაა თქვენთვის… მაგრამ, მაინც ვიზიარებ :)

კიდევ ერთხელ გილოცავთ <3

ტოპ 5 – თეგ-თამაში

January 18, 2012

დამთაგა ნაციმ… <3 მადლობა, საყვარელო <3

ტოპ 5–საჭმელი

1. ხინკალი

2. მწვადი

3. შემწვარი ქათამი

4. ღომი

5. შემწვარი კარტოფილი

ტოპ 5– მომღერალი

1. Mariah Carey

2. John Lenon

3. Ray Charles

( ჯგუფები მოსულა (?!) )

4. The Beatles

5. Queen

ტოპ 5–ფილმი

1. The Last Song

2. The Twilight Saga

3. Tres Metros Sobre el Cielo

4. Home Alone

5. Ирония судьбы, или С легким паром!

ტოპ 5 –სიმღერა

1. Michael Bublé – Hold On (მართალია, ეს სიმღერა ბევრ ისეთ რამეს მახსენებს, რაც აღარ უნდა გავიხსენო, მაგრამ მიყვარს და რა ვქნა <3)

2. FC Barcelona Himn <3

3. James Blunt – Goodbye My Lover

4. Coldplay – Viva La Vida

5. Muse – Unintended

ტოპ 5 –სასმელი

1. უნალექო ყავა

2. ცხელი შოკოლადი

3. ლუდი

4. ღვინო

5. კოკა-კოლა

ტოპ 5–საგანი

1. ქართული

2. ინგლისური

3. ინფორმატიკა <3

4. მუსიკა -_-

5. ფიზიკა (ისე რა)

ტოპ 5 –ქვეყანა

1. გერმანია

2. ესპანეთი

3. საფრანგეთი

4. ინგლისი

5. იტალია

ვთაგავ მარიმგას, ლაშას და ნანუკას… <3

დეზოქსირიბონუკლეინი – თეგ-თამაში

January 14, 2012

ამ თეგ-თამაშში დამთაგა დეამ… <3 მადლობა , დეა<3

მიყვარს – როცა მზეა <3

ვოცნებობ – ყველაფერზე…

ვფიქრობ – იშვიათად :დდდ

მძულს – ძერსკები :/

ვნანობ – ყველა შეცდომას, რაც კი დამიშვია…

მენატრება – ძველი დრო…

მსურს – კონსერვატორიაში მქონდეს ჩაბარებული უკვე <3

მაღიზიანებს – მაგ: როცა ვინმეს სერიოზულად ვალაპარაკები და ის უმიზეზოდ იცინის!

მეშინია – სიბნელის, ძაღლის და კატის :|

ვიცი – რომ ჩემი მეგობრები არ მიღალატებენ…

არ ვიცი – მათემატიკა :/

შემიძლია – ვინმესთვის რჩევების მიცემა (მგონი) :დ

არ შემიძლია – მათემატიკაში წილადების “შეყვარება”

ვმეგობრობ – ვინც ჩემი მეგობრობის ღირსია :)

ვერ ვაპატიებ – ადამიანს დიდ ტყუილს…

ვტირი – ბევრ რამეზე…

ვიცინი – ყველაფერზე :დ

ღირსი ვარ – ცოტათი მაინც ვიყო ბედნიერი…

ვკარგავ – კალმებს უმოწყალოდ :დ

მშურს – ჯერ-ჯერობით არავისი და არაფრის…

ვემალები – არც არავის…

ვემტერები – ვინც ნერვებზე მშლის…

მაინტერესებს – გერმანია <3<3<3

არ მაინტერესებს – მათემატიკა, ისევ და ისევ -_-

მახსოვს – ყველაფერი კარგი… და ცუდიც!

მრცხვენია – ჰმ… :/

ავადვმყოფობ – მუცლის და თავის ტკივილით :|

ვმალავ – რვეულს, როცა დავალება არ მიწერია :დ

ვინახავ – ფოტოებს წერილებს და ა.შ…

მწამს – სიყვარულის…

მიკვირს – როგორ იგებს ჩემი კლასელი მათემატიკას :დდ

მიხარია – როცა რაიმე ძალიან, ძალიან მაგარ ამბავს გავიგებ…

ვჭორაობ – ბევრ რამეზე ჩემ დაქალთან…

ვდარდობ  – ძალიან ხშირად და ბევრ რამეზე…

ვამაყობ – რომ მაქვს მუსიკის ნიჭი <3

ვეფერები – . . . .

მსიამოვნებს – საინტერესო ადამიანებთან ლაპარაკი…

მესიზმრება – სხვადასხვა რამეები… 

ვბრაზდები – როცა  რამის გაკეთებას მაიძულებენ…

ვღალატობ – ნწუ :)

ვკამათობ – საინტერესო თემებზე…

ვუხეშობ – იმასთან ვინც იმსახურებს…

ვუსმენ – რაც მაწყნარებს და კარგ ხასიათზე მაყენებს…

ვყოყმანობ – როცა რაიმე მნიშვნლოვანს მეკითხებიან…

ვკითხულობ – ძირითადად სატირალ “რაცხებს”…

ვამზადებ –  პოსტებს :დ 

ვუყურებ – მელოდრამა/კომედია (ფილმები)

ვკლავ – ბუზებს :დ

ვცხოვრობ – ნაწილობრივ საინტერესო გარემოში…

ვცემ – . . . .

ვყვირი – საშუალო ხმაზე :დ

ვმღერი – ამბობენ, რომ კარგად <3 

ვასრულებ – სხვადასხვა ნაწარმოებებს… 

ვმკურნალობ – არ დამჭირვებია :დ 

ვერიდები – გიჟ და გადარეულ ხალხს  :/

ვთამაშობ – ახლა თეგ-თამაშს… 

ვიტყუები – როცა ძალიან საჭიროა და სხვა გზა არ მაქვს…

ვეთაყვანები – არც არავის… 

“ვკაიფობ” – . . . .

მაპატიეთ – ჩემი შეცდომები :|

 

ვთაგავ: მარიამს, თაკოს, მარიმგას და სალომეს.. <3

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 358 other followers